ღამეა, ცრიან წვიმის წვეთები, ღმერთო
Jump to navigation
Jump to search
ღამეა, ცრიან წვიმის წვეთები, ღმერთო ავტორი: ტერენტი გრანელი |
ღამეა, ცრიან წვიმის წვეთები, ღმერთო!
შველას გთხოვ და გევედრები.
ცა ძვირფასია, თვალი თუ მოვკარ,
სიცოცხლე მინდა, ღმერთო, ნუ მომკლავ.
და სადღაც ქალი მიდის ბაღისკენ, ღმერთო!
ცოტა ხნის ყოფნა მაღირსე.
ღამეა, ცრიან წვიმის წვეთები,
ღმერთო! შველას გთხოვ და გევედრები.