ქარები (ტერენტი გრანელის მეორე ლექსი)
Jump to navigation
Jump to search
ქარები ავტორი: ტერენტი გრანელი |
შენ სიცოცხლისთვის ცეცხლი არჩიე,
შენთან მოჰქრიან ცივი დარები.
მოდი, როგორმე გადამარჩინე,
შველას გთხოვ და მე გემუდარები.
ისევ სიკვდილის ლანდი მაშინებს,
ისევ დაჰქრიან ხევში ქარები.
მოდი, როგორმე გადამარჩინე,
შველას გთხოვ და მე გემუდარები.