იდუმალია ის გზა მესამე
Jump to navigation
Jump to search
იდუმალია ის გზა მესამე ავტორი: ტერენტი გრანელი |
იდუმალია ის გზა მესამე,
ნუთუ ცხოვრებას ვერ გავექცევი.
ქრის ქარიშხალი და მიდის ღამე,
ისევ დროს მისდევს ჩემი ლექსები.
დღენი მიჰქრიან, როგორც გედები,
ვემორჩილები ისევ იმ ძალას.
და ისევ კრთიან შორს იმედები
და ჩემი გული გარდაიცვალა.