დღეა ასეთი დიდი
Jump to navigation
Jump to search
დღეა ასეთი დიდი ავტორი: ტერენტი გრანელი |
დღეა ასეთი დიდი
და ისევ რეკავენ ზარს.
მაინც საითკენ მიდის,
ეს ჩემი სიცოცხლის გზა.
მღუპავს ცხოვრების ბინდი,
მზეა და გარშემო ბზა.
მაინც საითკენ მიდის
ჩემი სევდიანი გზა.