არავინ მოდის და ვატყობ, რომ
Jump to navigation
Jump to search
არავინ მოდის და ვატყობ, რომ ავტორი: ტერენტი გრანელი |
არავინ მოდის და ვატყობ, რომ
ჯობდა სამარე სხვაგან მეპოვა.
საშინელია ეს სავადმყოფო,
სიკვდილის ბინა და სამეფოა.
მიწიდან მოდის ღამე თანდათან,
საღამოს ბაღში ჰქრიან ბინდები.
არ შემიძლია, გული გათავდა,
მე ფრთას შევისხამ და გავფრინდები.